26 ნოემბერი

  ბათუმს ქართული ინვესტიციით აშენებული და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი კიდევ ერთი ახალი კლინიკა შეემატა.

  7-სართულიანი სამედიცინო დაწესებულება საზეიმოდ აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეებმა - დავით გაბაიძემ და თორნიკე რიჟვაძემ, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ, ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ და ინვესტორმა გახსნეს.

  ახალი სამედიცინო ობიექტის გახსნის ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნება - მაჟორიტარების“ თავმჯდომარე ილია ვერძაძე და სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

   კლინიკაში, რომელიც 10 ძირითადი მიმართულებით მოემსახურება პაციენტებს, 120 ადამიანია დასაქმებული.