25 ნოემბერი

   -რაგბი ჩვენი თამაშია, სპორტის  ის სახეობაა, რომელიც აერთიანებს საზოგადოებას, ბიზნესმენებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს, სპორტსმენებს. გილოცავთ და გისურვებთ წარმატებებს რაგბის დიდ ოჯახს, რომელიც ერთ-ერთი უძლიერესია სპორტულ სამყაროში, - აღნიშნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, ბათუმის სარაგბო არენაზე რეგიონში რაგბის დაარსებიდან 28 წლის საიუბილეო ღონისძიებაზე.

     საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ სახელოვან, დამსახურებულ მორაგბეებსა და მომავალ სპორტსმენებთან, მათ გულშემატკივრებთან სპორტის ამ სახეობის განვითარების მიმართულებით გატარებული სახელმწიფო პოლიტიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ქვეყნის სასახელოდ გამარჯვებები უსურვა.

 ღონისძიებას დავით გაბაიძე უმაღლესი საბჭოს წევრებთან - ლადო მგალობლიშვილთან და ცოტნე ანანიძესთან, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან - თორნიკე რიჟვაძესთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

     ხელისუფლების წარმომადგენლებმა, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, აჭარის სარაგბო ისტორიის ცოცხალი ლეგენდები, ვეტერანი მორაგბეები დააჯილდოვეს, აქვე გათამაშდა ამირან ალანიას გარდამავალი თასი.