24 ნოემბერი

      დღეს ერთი წელი გავიდა ტრაგედიიდან, რომელმაც სრულიად საქართველო შეძრა - სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილ ხანძარს 11 ახალგაზრდა ემსხვერპლა. ამ უდიდესმა ტკივილმა თითოეული ჩვენგანი შეძრა. ტრაგედიის ადგილზე უამრავი ადამიანი მიდიოდა სანთლებით, ყვავილებით. ყველა მათგანი გლოვობდა დაღუპულებს და იზიარებდა მწუხარებას, რომელიც მხოლოდ მათი ოჯახების და ჩვენი ქალაქის, კუთხის მწუხარება არ ყოფილა.

     24 ნოემბერი სრულიად საქართველოს ტრაგედიად იქცა, რომელმაც 11 არაჩვეულებრივი, ჯანღონითა და სიცოცხლით სავსე ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა. მათი ხსოვნა სამარადისოდ დარჩება ჩვენი ქალაქის, ქვეყნის ისტორიაში.