20 ნოემბერი

  აჭარის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე უძღვებოდა.

  „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პროექტი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019-2022 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი,  წამყვანი კომიტეტის სხდომაზე,  რეგიონის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ წარმოადგინა. 

  საკომიტეტო განხილვისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სხვადასხვა უწყებებებისა და საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ განსახორციელებელი პროექტების, ასევე სამინისტროების გაზრდილი ბიუჯეტისა და სიახლეების შესახებ.  მინისტრისა და მისი მოადგილის არჩილ ვანაძის განცხადებით, 2019 წლისთვის მთავარი პრიორიტეტია  ჯანდაცვის, სოციალური, ინფრასტრუქტურული, სოფლის მეურნეობის, განათლების, სხვა პროგრამები, მცირე მთავრობის კონცეფციის განხორციელებით ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება და აკუმულირებული თანხების მთლიანად რეგიონის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პროექტების რეალიზებაზე გახარჯვა.

  მომხსენებელმა უპასუხა კანონმდებლების შეკითხვებს და მოისმინა მათი წინადადებები.

  კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკითხის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე გატანას. 

   კომიტეტის წევრებმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტზე  აუდიტის დეპარტამენტის  დასკვნა ცნობად მიიღეს.