20 ნოემბერი

#არაბავშვთამიმართძალადობას

  "სახელმწიფომ უნდა იზრუნის ყველა ბავშვის კეთილდღეობაზე და მათი უფლებების დაცვაზე. ნებისმიერი საზოგადოების მომავალი დაკავშირებულია ახალგაზრდა თაობის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მდგომარეობასთან, შესაბამისად ყველა ბავშვი დაცული უნდა იყოს ძალადობისგან“.

 1954 წლიდან, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეკომენდაციით, ყოველი წლის 20 ნოემბერს აღინიშნება ბავშვთა საერთაშორისო დღე, როგორც ბავშვთა შორის ურთიერთგაგებისა და ბავშვთა კეთილდღეობის ხელშემწყობი აქტივობების მხარდაჭერის დღე. აქვე აღსანიშნავია, რომ 1989 წლის 20 ნოემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო კონვენცია ბავშვთა უფლებების შესახებ. „ბავშვის უფლებების კონვენცია“ ასახავს ყველა იმ უფლებასა და თავისუფლებას, რომლითაც უნდა სარგებლობდეს ნებისმიერი ბავშვი გამონაკლისის გარეშე.