„აფხაზეთო, მე უშენოდ მზეც ობოლი მგონია“

06 ნოემბერი

  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში, ქართულ-აფხაზური ოჯახების საღამოს დაესწრო.

  აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ,  აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა - გია გვაზავამ, ვახტანგ ყოლბაიამ, სოროპტიმისტ ქალთა კლუბის - „ბათუმის“ ხელმძღვანელმა ნათელა დუმბაძემ საუკუნეების მანძილზე ქართველთა და აფხაზთა თანაცხოვრებისა და ძმათა შორის ჩატეხილი ხიდის აღდგენის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. შეკრებილ საზოგადოებას საშუალება ჰქონდა დაეთვალიერებინა ქართველი და აფხაზი მხატვრების ნამუშევრების, მწერლების წიგნების გამოფენა. 

   ღონისძიება დარბაზში გაგრძელდა. სპექტაკლმა სახელწოდებით - „აფხაზეთო, მე უშენოდ მზეც ობოლი მგონია“ შეკრებილებს კიდევ ერთხელ შეახსენა  თუ რაოდენ მნინელოვანია ქართულ-აფხაზურ ურთიერთობები.

   საღამო სოროპტიმისტ ინტერნაციონალის კლუბის - „ბათუმის“ , საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აჭარის რეგიონული სამეცნიერო ცენტრისა და აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ორგანიზებით გაიმართა.

 

განცხადებები

დღის წესრიგი

რეგლამენტის პროექტი