ბიუროს 27-ე სხდომა

06 ნოემბერი

  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს  სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ   „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიური ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პროექტი და  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019-2022 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი წარმოადგინა.

 ბიუროს გადაწყვეტილებით, კანონის პროექტი და პრიორიტეტების დოკუმენტი კომიტეტებში ჩაეშვა განსახილველად. განისაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადები. კანონის პროექტს საკანონმდებლო ორგანოში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე წარმოადგენს.

 კომიტეტებში განსახილველად ასევე ჩაეშვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების მიმოხილვა, რომელიც  გიორგი რომანაძემ წარმოადგინა. წამყვან კომიტეტს განსახილველად ვადა - 30, ხოლო სხვა კომიტეტებს - 27 ნოემბრამდე განესაზღვრათ.

  ბიურომ  ასევე განიხილა სხვადასხვა საკითხი, რომელიც უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსმა მაია ხაჯიშვილმა წარმოადგინა.

განცხადებები

დღის წესრიგი

რეგლამენტის პროექტი