დავით გაბაიძემ ჰუბერტ ქნირშს უმასპინძლა

31 ოქტომბერი

  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს - ჰუბერტ ქნირშს უმასპინძლა.

  გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა რეგიონთა შორის ცალკეულ სფეროებში ერთობლივი პროექტების განხორციელების აუცილებლობაზე.

  საპატიო სტუმარმა, რომელიც მეორე თვეა ჩვენს ქვეყანაში დიპლომატიურ მისიას ასრულებს, პირველი ოფიციალური ვიზიტისთვის ჩვენი რეგიონი შეარჩია. მან უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა გულითადი მასპინძლობისათვის.