აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს რიგით 26-ე სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა, გიგა ჩხარტიშვილის საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრად - მრჩევლად არჩევის შესახებ იმსჯელეს.
აღინიშნა, რომ საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი 6 კანდიდატიდან უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებმა მხოლოდ ერთი - გიგა ჩხარტიშვილი შეარჩიეს.
ბიუროს გადაწყვეტილებით, ფარული კენჭისყრა უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე გაიმართება.