28 ოქტომბერი

     აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ თავისი არჩევანი ბათუმის 49-ე საარჩევნო უბანზე გააკეთა. საპრეზიდენტო არჩევნებზე ის მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად მივიდა.

    -ხმა მივეცი მშვიდობასა და ჩვენი ქვეყნის განვითარებას, პრეზიდენტობის იმ კანდიდატს, რომელიც ყველაზე მეტად შეძლებს  ქვეყნის ახალი კონსტიტუციით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებსა და პასუხისმგებლობის გათავისებას, - განაცხადა დავით გაბაიძემ მედიის წარმომადგენლებთან.