22 ოქტომბერი

  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი - „აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განათლების ხელშეწყობის შესახებ“, უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, ამავე კომიტეტის თავმჯდომარემ, ინიციატივის ავტორმა  ვლადიმერ მგალობლიშვილმა წარმოადგინა.

   მისი განცხადებით, კანონპროექტის მიზანია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განათლების მიმართულებით საქართველოს ერთიანი სამთავრობო პოლიტიკის გატარება, კომპეტენციის ფარგლებში მეცნიერების, უმაღლესი, ზოგადი, პროფესიული, არაფორმალური, ინკლუზიური განათლების განვითარების ხელშეწყობის პირობებისა და კონტროლის განხორციელების რეგულაციების განსაზღვრა, რაც უზრუნველყოფს განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას.

   კომიტეტის წევრთა საერთო გადაწყვეტილებით კანონპროექტს უახლოეს პლენარულ სხდომაზე I მოსმენით განიხილავენ.