16 ოქტომბერი

     აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, პოლონეთის ქვემო სილეზიის რეგიონთან ორწლიანი ნაყოფიერი და აქტიური თანამშრომლობისთვის  საპატიო ოქროს მედლით  დააჯილდოეს. აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ჯილდო, პოლონელმა კოლეგებმა, ქვემო სილეზიის რეგიონული პარლამენტის საზეიმო სხდომის დახურვაზე გადასცეს, რომელსაც დავით გაბაიძე საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრებოდა. როგორც წესი, აღნიშნული ჯილდო მხოლოდ პოლონელებს გადაეცემათ.

    საპატიო ჯილდოს გადაცემის ცერემონიალი ქვემო სილეზიის რეგიონის განვითარებაში სხვადასხვა დარგში შეტანილი წვლილისთვის, სახალხო ზეიმის  „სილეზიის დღის“   ფარგლებში გაიმართა.

    სახალხო ზეიმი - „სილეზიის დღე“   2010 წლიდან აღინიშნება და ქვემო სილეზიის მოსახლეობის რეგიონული იდენტობისა და პატრიოტული სულისკვეთების გამოხატულებაა, ასევე სილეზიის კულტურულ მრავალფეროვნებას და მის ტრადიციებს წარმოაჩენს.

    ქვემო სილეზიის დღეების ფარგლებში რეგიონის თვითმმართველობის 20 წლისთავისადმი მიძღვნილი იუბილე გაიმართა.