16 ოქტომბერი

   დღეს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი - „აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განათლების ხელშეწყობის შესახებ“ - აგრარულ და გარემოს დაცვის კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ წულაძე უძღვებოდა, უმაღლესი საბჭოს წევრმა, ინიციატორმა, ვლადიმერ მგალობლიშვილმა წარმოადგინა.

   გადაწყვეტილება, საკითხის ბიუროს სხდომაზე განსახილველად გადაგზავნის შესახებ, კომიტეტმა ერთხმად მიიღო.

   სხდომაზე, აგრარულ და გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ვახტანგ წულაძის მოხსენება: საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტების: „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ცნობად მიიღეს.