15 ოქტომბერი

   აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის 15 ოქტომბრის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე უძღვებოდა, კანონმდებლებმა „აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განათლების ხელშეწყობის შესახებ“ კანონის პროექტზე იმსჯელეს.

   საკითხი სხდომაზე კანონპროექტის ავტორმა და ინიციატორმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა ვლადიმერ მგალობლიშვილმა წარმოადგინა.

    განხილვის შემდეგ,  საკითხის ბიუროს სხდომაზე გატანას, კომიტეტის ხუთი წევრიდან, ოთხმა დაუჭირა მხარი.