აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან - თორნიკე რიჟვაძესთან, საქართველოს პარლამენტის, აჭარის მთავრობის წევრებთან და საზოგადოებრიობის წარმომადგენლებთან ერთად, ტრადიციულ დღესასწაულს -„შუახევობას” დაესწრო.
სახალხო ზეიმზე, რომელიც წელს 35-ედ აღინიშნა, მუნიციპალიტეტში შემავალი ცხრა თემის ხალხური რეწვის ნიმუშები, ადგილობრივი სამზარეულო და თვითშემოქმედება იყო წარმოდგენილი.
ხუთ შუახეველს მიენიჭა „საპატიო შუახეველის“ წოდება, ოთხი კი „შუახევის კოლორიტად“ დასახელდა.