აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და უმაღლესი საბჭოს წევრები - ნუგზარ სურმანიძე, დავით თედორაძე, ილია ვერძაძე, სასტუმრო „ეიფორიაში“, აგრო-სასურსათო პროდუქციისა და ახალი ტექნოლოგიების მე-8 საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვის - "Agro Batumi 2018-ის“ გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ.
ორგანიზატორებთან ერთად, ლენტი აჭარის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებმა , თურქეთის გენერალურმა კონსულმა ქალაქ ბათუმში მაქბულე ქოჩაკმა და საპატიო სტუმრებმა გაჭრეს.
საგამოფენო კომპანია „GEONET EXPO-სა“ და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ორგანიზებული აგრო-სასურსათო პროდუქციისა და ტექნოლოგიების გამოფენა-გაყიდვა სამ დღეს გაგრძელდება და მისი თანაორგანიზატორები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, აგროსერვის ცენტრი, ქალაქ ბათუმის მერია, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია და სარეკლამო კომპანია „OL PRINT” არიან. გამოფენაზე ქართული, პოლონური, უკრაინული, თურქული, ნორვეგიული და ირანული ნაწარმია წარმოდგენილი.
"Agro Batumi 2018-ში» მონაწილე კომპანიები მომხმარებელს გააცნობენ და რეკლამირებას გაუწევენ საკუთარ პროდუქციას. გარდა ამისა, გამოფენა-გაყიდვა ბიზნესმენებს ახალი კონტაქტების დაამყარებისა და თანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმების საშუალებას აძლევს.