სასწავლო ვიზიტი პოლონეთში

10 ოქტომბერი

   საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატების წარმომადგენელთა დელეგაცია, 30 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით, სასწავლო ვიზიტით პოლონეთის სეიმში იმყოფებოდა.

   აჭარის უმაღლესი საბჭო დელეგაციაში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელით - ბაკურ ბოლქვაძით იყო წარმოდგენილი.

   სასწავლო ვიზიტი, საგარეო ურთიერთობათა საკითხებსა და   კანონშემოქმედებით პროცესებზე მსჯელობას, მასთან დაკავშირებული გამოცდილების გაზიარებას ისახავდა მიზნად.

   ქართული დელეგაციის წევრებმა, ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გამართეს პოლონეთის სეიმის სხვადასხვა კომიტეტსა და მათ ადმინისტრაციებში, სეიმის კვლევით და საგარეო ურთიერთობათა ბიუროებში, ევროკავშირის საქმეთა სამდივნოში, ასევე პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებთან.

   საქართველოს პარლამენტის აპარატთან გაფორმებული მრავალმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატი კანონშემოქმედებით სფეროში თანამშრომლობის, გამოცდილების გაზიარების, ასევე სასწავლო  ტრენინგ-პროგრამებსა და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის მიზნით, ოფიციალურადაა ჩართული, რაც  საკანონმდებლო ორგანოს თანამშრომელთა გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას უწყობს ხელს.

   საქართველოს დელეგაცია  სასტუმროთი და თარჯიმანის მომსახურებით  პოლონურმა     მხარემ უზრუნველყო.