08 ოქტომბერი

    აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, უმაღლესი საბჭოს წევრები-ლადო მგალობლიშვილი, ცოტნე ანანიძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ბათუმის რაგბის სტადიონზე, სპორტულ რთველს დაესწრნენ.

   ხელისუფლების წარმომადგენლებმა დამსახურებულ სპორტსმენებსა და ქომაგებს სამახსოვრო სიგელები გადასცეს.

   ღონისძიების მონაწილეებს  საშუალება ჰქონდათ  დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხის კერძები დაეგემოვნებინათ და  საწნახელში ყურძენი დაეწურათ.

   „სპორტული რთველი ერთიანი საქართველოსთვის“ აჭარის რაგბის კავშირის განვითარების ფონდის  ორგანიზებით გაიმართა. საღამო ფოლკლორული ნომრებით გაალამაზეს ანსამბლებმა „ელესა“ და „ხორუმი-2“-მა.