01 დეკემბერი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ 5 ხმით ხვიჩა შარაშიძეა არჩეული. გადაწყვეტილება კანონმდებლებმა ამავე კომისიის 1 დეკემბრის სხდომაზე მიიღეს, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე უძღვებოდა. ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი აბულაძემ.

სხდომის მონაწილეებმა განიხილეს და ერთხმად მიიღეს საკითხი საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის დებულების პროექტის შემუშავების შესახებ.