ამ წუთებში აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, მონიტორინგის მიზნით, ბათუმის N 3 საპყრობილეში პატიმრებს ხვდება და მათ პრობლემებს ეცნობა.
ეს დეპუტატის პატიმრებთან რიგით მე-10 შეხვედრაა, ბოლოს ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მონიტორინგის მიზნით, 22 აგვისტოს იმყოფებოდა.