27 სექტემბერი

        აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - დავით გაბაიძე, თორნიკე რიჟვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს  თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, რეგიონის მთავრობის,  ბათუმის თვითმმართველობისა და  საზოგადოებრიობის წარმომადგენლები, სოხუმის დაცემის დღეს, ტრადიციულად  გმირთა ხეივანში, ჟიული შარტავას მემორიალთან  შეიკრიბნენ და  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. შეკრებილებმა, სოხუმის დაცემიდან 25 წლის შემდეგ, ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკეს ეროვნული გმირის მემორიალი.    .

       25 წლის წინ, სოხუმის დაცემის დღეს,  სეპარატისტებმა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა 30-მდე ქართველთან ერთად დახვრიტეს.           

       ქართულ - აფხაზური  დაპირისპირება  1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო.        

       13 -თვიანი და 13- დღიანი ბრძოლების   შედეგად   10 ათასზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა,  300 ათასი კი  დღემდე დევნილია.