19 სექტემბერი

                  

      აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ მერაბ კარანაძემ, უმაღლესი საბჭოს წევრებმა - ნუგზარ სურმანიძემ, ხვიჩა შარაშიძემ, უმაღლესი საბჭოს აპარატის წარმომადგენლებმა  - რომან ბოლქვძემ და გიორგი ბერიძემ ტერნოპოლის საოლქო საბჭოს 6-კაციან დელეგაციას უმასპინძლეს ტერნოპოლის საოლქო საბჭოს დეპუტატის სერგეი შვეცის ხელმძღვანელობით.

    გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-უკრაინას შორის რეგიონული ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება, ისაუბრეს საკანონმდებლო ორგანოების საქმიანობის სპეციფიკასა და პრინციპებზე.

      ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, სავაჭრო-ეკონომიკური და ტურისტული მიმართულებით თანამშრომლობა, ერთობლივი პროექტების განხორციელება, ტერნოპოლისა და აჭარის მრავალმხრივი პოტენციალის გამოყენება - იმ საკითხთა მხოლოდ ნაწილია, რაზეც მხარეებმა იმსჯელეს.

     სტუმრებმა აჭარის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადეს უკრაინელი ბავშვების გამაჯანსაღებელი პროექტის განხორციელებისა და მხარდაჭერისათვის.

     შეხვედრის დასასრულს მხარეებმა გაცვალეს საჩუქრები  და გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.

     ვიზიტის ფარგლებში უკრაინელი სტუმრები შეხვდებიან ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლებს, გაეცნობიან რეგიონის ღირსშესანიშნაობებს.