17 სექტემბერი

                            

        აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ ახალი სასწავლო წლის დაწყება მშობლიური - ლეღვას საჯარო სკოლის მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და პედაგოგებს მიულოცა.

      ცოტნე ანანიძის განცხადებით, საუკუნოვანი ისტორიის მქონე საგანმანათლებლო დაწესებულებაში ათეულობით თაობა აღიზარდა, ბევრმა მათგანმა არა მხოლოდ მშობლიური სკოლა და სოფელი, არამედ თავისი ქვეყანა ასახელა, რაც სკოლის პედკოლექტივის უდიდესი დამსახურებაა.

       დეპუტატმა მადლობა გადაუხადა მასწავლებლებსა და სკოლის ტექნიკურ პერსონალს დიდი და საპასუხისმგებლო საქმისადმი მათი თავდადებისა და მომავალ თაობებზე ზრუნვისათვის.