14 სექტემბერი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - დავით გაბაიძე და თორნიკე რიჟვაძე, აჭარის მთავრობის წევრებთან ერთად, სასტუმრო „ჰილტონში“ ბიზნესფორუმს სახელწოდებით - „საქართველო - ჩეხეთის რესპუბლიკა“ დაესწრნენ.

ბიზნესფორუმს აჭარაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ჩეხეთის რესპუბლიკის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი მარტა ნოვაკოვა, ჩეხეთის რესპუბლიკის სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტი ბორივოჟ მინარი, ოფიციალური დელეგაციის წევრები, ასევე ჩეხეთის რესპუბლიკაში მოღვაწე ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებიან.

ფორუმის მუშაობაში აჭარასა და ჩეხეთის რესპუბლიკაში მოქმედი ლოჯისტიკის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სფეროში მომუშავე კომპანიების 100 წარმომადგენელი მონაწილეობს. ისინი ჩვენი რეგიონის საპრივატიზაციო ობიექტებზე, საქართველოში ბიზნესის დაწყების რეგულაციებსა და რეგიონის ეკონომიკის ძირითად პარამეტრებზე მიიღებენ ინფორმაციას.