14 სექტემბერი

      აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ წულაძე უძღვებოდა, უმაღლესი საბჭოს წევრების - დავით გაბაიძის, ნინო ჩხეტიას, მერაბ კარანაძის, ირაკლი ჭეიშვილისა და დავით ბაციკაძის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი განიხილეს.

        საკითხი საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა. მისი განცხადებით, საკანონმდებლო პაკეტის მიღება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მიღებითაა განპირობებული და მოიცავს - უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტს, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ და „ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ“კანონებში, ასევე  „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ უმაღლესი საბჭოს დადგენილებაში შესატანი ცვლილებების პროექტებს.

            კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვას.

        სხდომაზე ასევე განიხილეს და ცნობად მიიღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის განვითარების 2016-2020 წლების სტრატეგია და 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა, ასევე საქართველოს პარლამენტიდან შემოსული კანონპროექტები, რომლებიც კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ წულაძემ წარმოადგინა.