ბათუმი საერთაშორისო საზღვაო ფორუმს მასპინძლობს

13 სექტემბერი

                

      აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - დავით გაბაიძე და თორნიკე რიჟვაძე, უმაღლესი საბჭოს წევრები ლადო მგალობლიშვილი და ცოტნე ანანიძე, რეგიონის მთავრობისა და ბათუმის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სასტუმრო „შერატონში“ საერთაშორისო საზღვაო ფორუმს დაესწრნენ.

       „Georgia Iternational Meritime Forum 2018-ს”  ბათუმი მეორედ მასპინძლობს და იგი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის პატრონაჟით ტარდება.

        ფორუმის მიზანი, მსოფლიოს მასშტაბით, საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყნის პოპულარიზაციაა და მას საზღვაო ინდუსტრიის მაღალი რანგის წარმომადგენლები, მათ შორის საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის - IMO-ს გენერალური მდივანი ლიმ კიტაკი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საზღვაო ადმინისტრაციების ხელმძღვანელები, ევროკომისრები, საზღვაო სფეროსა და ტრანსპორტის მინისტრები, ბიზნესმენები, ქართული და უცხოური მედიის წარმომადგენლები ესწრებიან.

        რიგი მეორე საზღვაო ფორუმი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით ყოველ ორ წელიწადში ტარდება.

განცხადებები

დღის წესრიგი

რეგლამენტის პროექტი