12 სექტემბერი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლადო მგალობლიშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან - თორნიკე რიჟვაძესთან და განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან - ინგა შამილიშვილთან ერთად, 2017 წელს საგნობრივ ოლიმპიადასა და კონკურსებში სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული მოსწავლეების, მასწავლებლებისა და სკოლების საზეიმო დაჯილდოების ღონისძიებას დაესწრო.

საგნობრივ ოლიმპიადაში პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გამარჯვებულ 24 მოსწავლეს პორტაბელური კომპიუტერები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ გადასცა.

ღონისძიების ფარგლებში 81 წარმატებული მოსწავლე პლანშეტებითა და სიგელებით დააჯილდოვდა, ხოლო 5 წარმატებულ სკოლასა და 65 მასწავლებელს მადლობის სიგელები გადაეცათ. სულ კონკურსებსა და საგნობრივი ოლიმპიადაში 15 ათასამდე მოსწავლე მონაწილეობდა, რომელთაგან  111-მა გაიმარჯვა.

ღონისძიება აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის  -"განათლების ხარისხის გაუმჯობესება“ ქვეპროგრამის  - "კონკურსები და ოლიმპიადების“ ფარგლებში გაიმართა.