გიორგი რომანაძე ბიზნესფორუმს დაესწრო

11 სექტემბერი

                                 

     აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე და  ამავე კომიტეტის აპარატის უფროსი ირაკლი ცეცხლაძე, ბათუმში, „ალიანს ჯგუფის“ ოფისში გამართულ ბიზნესფორუმს დაესწრნენ.

    ფორუმი-გამოფენა სახელწოდებით - „GEOREX 2018: უცხოეთის უძრავი ქონების ბაზარი, რეალობა და შესაძლებლობები“ კომპანია „ALLIANCE GROUP“, “FLABCI-Ukraine” და უძრავი ქონების სააგენტო „გეჰ/GEORGIAN&EUROPEAN HOUSES:REAL ESTATE COMPANY-ის” მიერაა ორგანიზებული და მასში უკრაინასა და საქართველოში  მოქმედი უძრავი ქონების წამყვანი სააგენტოების, სოლიდური საბანკო დაწესებულებების, უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური კორპუსისა და უკრაინული მედიის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

     ფორუმის მიზანი საქართველოში, კერძოდ აჭარაში არსებული მზარდი სამშენებლო-საინვესტიციო პოტენციალის გაცნობა და მისი პოპულარიზაციაა.