07 სექტემბერი

 

      აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლადო მგალობლიშვილი ბათუმის მუსიკალურ ცენტრში, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლით სხდომას დაესწრო.

      სხდომას, რომელსაც პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია უძღვებოდა, აჭარის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

      აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მიერ განხორციელებული და განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები, რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თავისებურებები და პრობლემები კანონმდებლებს
 აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ გააცნო. 

       „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონის პროექტი საქართველოს პარლამენტის წევრმა გოგა გულორდავამ წარმოადგინა.

  სხდომაზე ასევე განიხილეს:  „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის“ და საქართველოს ორგანული კანონის - „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესრულების მიმდინარეობის შესახებ“. სამართლებრივი ხასიათის საჭიროებები და გამოწვევები, კანონმდებლობის იმპლემენტაციის საკითხები; აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და მუნიციპალიტეტებში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის შესახებ (საერთაშორისო, სახელმწიფო და ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მშენებლობა და რეაბილიტაცია, განათლებისა და კულტურის ობიექტები, ტურიზმისა და მომსახურების ობიექტები, სტარტ-აპის პროექტები, მაღალმთიანი რეგიონების ფონდის დაფინასებით უზრუნველყოფილი პროექტები და სხვა საკითხები .