03 სექტემბერი

                             

       აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე უძღვებოდა, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს მოუსმინეს - ჯაბა ფუტკარაძემ 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების მიმოხილვა წარმოადგინა.

     მინისტრმა და მისმა მოადგილემ - არჩილ ვანაძემ უპასუხეს კანონმდებელთა შეკითხვებს, მოისმინეს მათი რეკომენდაციები ცალკეულ პროგრამებთან დაკავშირებით. საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტის შესრულების პარამეტრები ასევე წარმოადგინეს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ჯაბა ბერიძემ და ფინანსისტმა სულიკო დუმბაძემ.

     კანონმდებლების გადაწყვეტილებით, ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების მიმოხილვა, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა  კომიტეტის რეკომენდაციითურთ, უმაღლესი საბჭოს ბიუროს წარედგინება.

     ამავე სხდომაზე მოისმინეს და ცნობად მიიღეს კომიტეტის საქმიანობის ანგარიში, რომელიც გიორგი რომანაძემ წარმოადგინა.