30 აგვისტო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, რომელსაც ცოტნე ანანიძე უძღვებოდა, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის მიმოხილვის შესახებ“ მოხსენებით ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე წარსდგა.

ორი კვარტლის შესრულების ძირითადი პარამეტრები, თანამომხსენებლის სტატუსით,  სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ რუსლან ქორიძემ და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსის პირველმა მოადგილემ ვახტანგ ბაგრატიონმა წარმოადგინეს. მომხსენებლებმა უპასუხეს კანონმდებელთა შეკითხვებს.

სხდომას ესწრებოდნენ ფინანსთა და ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები - არჩილ ვანაძე და მამუკა თურმანიძე (პირველი მოადგილე).

კომიტეტებმა წარმოდგენილი მიმოხილვა ცნობად მიიღეს.

აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომისიამ დამატებით იმსჯელა სხვადასხვა საკითხზეც.