30 აგვისტო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ ცნობილ ქართველ პიანისტსა და იუნესკოს მშვიდობის არტისტს ელისო ბოლქვაძეს უმასპინძლა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ ამ დღეებში ღირსების ორდენით დაჯილდოება მიულოცა.

შეხედრაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლადო მგალობლიშვილი და მისი თანაშემწე აკაკი ძნელაძე ესწრებოდნენ, საუბარი ბათუმის საერთაშორისო ფესტივალსა და მის საორგანიზაციო საკითხებს შეეხო. „BATUMI MUSICFEST-ი“, რომელიც ბათუმში 10 დღეს გაგრძელდება, პირველად 2013 წელს ჩატარდა.

ელისო ბოლქვაძემ მასპინძლებს მადლობა გადაუხადა ფესტივალის მხარდაჭერისათვის და აღნიშნა, რომ ის თანდათან სულ უფრო მასშტაბური ხდება. უფრო მეტიც, მუსიკალური ფესტივალი, რომელიც იუნესკოს პატრონაჟით ტარდება, ბათუმის ერთგვარ სავიზიტო ბარათად იქცა და მან თავისი განსხვავებული ნიშა დაიკავა საერთაშორისო სახელოვნებო ასპარეზზე.

პიანისტის განცხადებით, „BATUMI MUSICFEST-ი“ 12 სექტემბერს სოლო კონცერტით დაიხურება და მას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული მაღალი დონის სტუმრები დაესწრებიან.