აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა და საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, რომელსაც ლადო მგალობლიშვილი უძღვებოდა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს მოუსმინეს - ჯაბა ფუტკარაძემ ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორო კვარტლის შესრულება მიმოიხილა.
სხდომაზე, რომელსაც ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე არჩილ ვანაძე, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეები - ბაგრატ მანველიძე (პირველი მოადგილე) და თეონა ბერიძე ესწრებოდნენ, მინისტრმა ბიუჯეტის შესრულების ძირითადი პარამეტრები წარმოადგინა. მისი განცხადებით, ორი კვარტლის შემოსულობების გეგმა 116 350,0 ლარით იყო განსაზღვრული, ხოლო ფაქტობრივმა შესრულებამ 142 810, 7 ათასი ლარი ანუ 122, 7 % შეადგინა. 123, 6 %-ით შესრულდა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 2,6 %-ით მეტია. ჯაბა ფუტკარაძის განმარტებით, შემოსავლების ზრდა, ძირითადად, გადასახადებმა განაპირობა.
სხვა სტატისტიკური მაჩვენებლების წარდგენის შემდეგ მინისტრმა უპასუხა უმაღლესი საბჭოს წევრების შეკითხვებს.
ორივე კომიტეტმა წარმოდგენილი მიმოხილვა ცნობად მიიღო.