10 აგვისტო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს მე-20 სხდომაზე, რომელსაც საკანონდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი განიხილეს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების მიმოხილვა, რომელიც საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ წარმოადგინა, ბიუროს გადაწყვეტილებით, კომიტეტებში ჩაეშვა განსახილველად. განისაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადები.