05 აგვისტო

     აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - დავით გაბაიძე, თორნიკე რიჟვაძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, უმაღლესი საბწოს წევრები - ილია ვერძაძე, ცოტნე ანანიძე, პეტრე ზამბახიძე, საქართველოს პარლამენტის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სასულიერო პირები „შუამთობის“ დღესასწაულს დაესწრნენ.  

    ტრადიციულ სახალხო ზეიმზე დასასწრებად დედაქალაქიდან საგანგებოდ ჩამოვიდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სოზარ სუბარი. თავის მისასალმებელ სიტყვაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ადგილობრივებსა და სტუმრებს „შუამთობა“ მიულოცა და მთიანი რეგიონების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.  

    მაღალმთიანეთის მოსახლეობას დღესასწაული მიულოცეს აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეებმა - დავით გაბაიძემ და თორნიკე რიჟვაძემ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ განსაკუთრებული პატივისცემით მოიხსენია უხუცესები და მემთეურები, რომლებიც მომავალ თაობებს მთის ტრადიციებს უნარჩუნებენ.

    შუამთობა -2018“ უხუცესთა ანსამბლის „ბერმუხას“, ადგილობრივი ფოლკლორული ჯგუფებისა და მომღერლების კონცერტით გაგრძელდა. კონცერტის პარალელურად მიმდინარეობდა სხვადასხვა სპორტული აქტივობები - დოღი, მკლავჭიდი და ქართული ტრადიციული ჭიდაობა.   

    დავით გაბაიძემ ქართულ ტრადიციულ ჭიდაობაში გამარჯვებულს საზეიმო ვითარებაში შეჯიბრებისთვის დაწესებული პრიზი გადასცა.