03 აგვისტო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - დავით გაბაიძე, თორნიკე რიჟვაძე, უმაღლესი საბჭოს წევრები - ხვიჩა შარაშიძე, გიორგი მანველიძე, აჭარის მთავრობის წევრებთან და პარლამენტარ ანზორ ბოლქვაძესთან ერთად, კურორტ გოდერძზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ.

მაღალმთიან კურორტზე ამ დროისთვის 125 მილიონი ლარის 15 საინვესტიციო პროექტი ხორციელდება, რაც განთავსების 1300 ადგილის შექმნასა და 1000 ადამიანის დასაქმებას ითვალისწინებს.

საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, უახლოეს 3 წელიწადში გოდერძზე 200 მილიონ ლარზე მეტი ინვესტირებაა დაგეგმილი, რაც სასტუმრო ნომრების რაოდენობას 1300 ერთეულით გაზრდის.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ასევე დაათვალიერეს მწვანე ტბის მიმდებარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამ ეტაპზე აქ ბეტონის საფარს აგებენ, შენდება ბეტონის საყრდენი კედელი, სრულდება ორი ლითონის ხიდის მშენებლობა. 

პარალელურად, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში მწვანე ტბის რეკრეაციული ტერიტორიის კეთილმოწყობისა და განვითარების გეგმაზე მუშაობენ, რომელიც საპიკნიკე ადგილების, ღია ამფითეატრის, სპორტული მოედნის, სამაშველო სამსახურის ცენტრისა და წყალმომარაგების სისტემების მოწყობას ითვალისწინებს.