03 აგვისტო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები -  ცოტნე ანანიძე და პეტრე ზამბახიძე, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ა/ო  დემოკრატიის ინსტიტუტის მიერ გამართულ საანგარიშო შეხვედრას დაესწრნენ.

პროექტის „პეტიცია-ხალხის ხმა თვითმმართველობაში" ფარგლებში დასავლეთ საქართველოს მასშტაბით მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის, თემის პრობლემების გამოვლენის, პეტიციების მომზადების, საკრებულოებში ინიცირების მიზნით შეხვედრები გაიმართა სამიზნე მუნიციპალიტეტების 130-ზე მეტ დასახლებასა და სოფელში. პროექტის ერთ-ერთი მიღწევა პეტიციის ელექტრონული ფორმით წარდგენის რეგულაციის ამოქმედება იყო. ელექტრონული პლატფორმა აჭარის 4 მუნიციპალიტეტის საკრებულომ აამოქმედა. 

პროექტის „პეტიცია-ხალხის ხმა თვითმმართველობაში" აქტიური მოქალაქეების ინიციატივით, აჭარის, გურიის და სამეგრელო ზემო-სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულოში ინიცირებულია 158 პეტიცია.

პროექტის სამ წლიანი მუშაობის შემაჯამებელ შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის, მთავრობისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პროექტის გუნდმა მოწვეულ სტუმრებთან ერთად სამომავლოდ საკრებულოებში პეტიციის ინიცირების, განხილვისა და მოქალაქეთა ჩართულობის ინსტრუმენტის გაუმჯობესების მიმართულებით გასათვალისწინებელ რეკომენდაციებზე იმსჯელეს.

 აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრების განცხადებით, აპლიკაცია ამომრჩევლებს ელექტონული პეტიციის სახლიდან გაუსვლელად დარეგისტრირების შესაძლებლობას აძლევს. პეტიციის ელექტრონული სახით წარდგენა, ასევე, შესაძლებელია ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის საკრებულოებში.

პროექტს „პეტიცია-ხალხის ხმა თვითმმართევლობაში“ დემოკრატიის ინსტიტუტი 2016 წლიდან ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID)-ის ფინანსური მხარდაჭერით, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს.