01 აგვისტო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტნაგ წულაძე ბათუმის „მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმის“ შემუშავების მიზნით  გახსნით შეხვედრას დაესწრო, რომელიც ქალაქის მთავარი გარემოსდაცვითი გამოწვევების გამოსავლენად და დასაძლევად ჩატარდა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა იწყებს მუშაობას EBRD-ს მწვანე ქალაქების ჩარჩო პროგრამის ფარგლებში.

ეს არის ქალაქის EBRD-თან მუნიციპალური ინვესტირების სფეროში თანამშრომლობის გაგრძელება, EBRD და თვითმმართველი ქალაქი ბათუმი იწყებს „მწვანე ქალაქის გეგმის“ შემუშავებას, რითაც ბათუმი ჩაერთვება EBRD-ის მწვანე ქალაქების ჩარჩო პროგრამაში. „მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმა“ წარმოადგენს ჩარჩო პროგრამის მთავარ ინსტრუმენტს, რომელიც ეხმარება ქალაქებს, რომ ჩამოაყალიბონ თავიანთი მდგრადი განვითარების ხედვები და სტრატეგიული მიზნები; ასევე სამოქმედო ღონისძიებები და საინვესტიციო პროექტები, რაც დაეხმარება გარემოსდაცვითი საკითხების გადაწყვეტაში. სამოქმედო გეგმის პროექტი ოფიციალურად გახსნა ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ EBRD-ის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გუნდის დირექტორის მოადგილის ლინ ო’გრეიდისთან (Lin O’Grady) ერთად.

ბათუმის მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმა განიხილავს გარემოს პირობებზე მოქმედ სექტორებს; მათ შორის ტრანსპორტს, ენერგეტიკას, ინდუსტრიას, მიწათსარგებლობას, ნარჩენების მართვას, წყლის მართვას და ა.შ.