29 ივლისი

დღეს, ქალაქ ბათუმში, აჭარის ადვოკატის უფლებათა დაცვის რეგიონულმა კომიტეტმა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მორიგ რეგიონულ კონფერენციას უმასპინძლა, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა გახსნეს.

დავით გაბაიძემ კონფერეციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა: „ჩემთვის დიდი პატივია მოგმართოთ და გავიხსენო ის საადვოკატო პერიოდი, რომელიც თქვენთან ერთად გავატარე. მიღებული გამოცდილება დღემდე მეხმარება, როგორც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს. დღეს კი უკვე საკონსტიტუციო დონეზეა გაწერილი ადვოკატის ძირითადი პრინციპები, რაც მნიშშვნელოავნი მიღწევაა, ასევე მნიშვნელოვანია თვითორგანიზების საშუალების გაზრდა, რაც გარანტიაა ადვოკატებისათვის. მინდა მადლობა გადაგიხადოთ მოწვევისათვის და წარმატებები გისურვოთ.

ადვოკატის უფლებათა დაცვის რეგიონული კომტეტების თავმჯდომარეებმა, კომიტეტის წევრებმა საადვოკატო სფეროში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.

განსაკუთრებული ყურადღება კოლეგიალობის პრონციპისა და ადვოკატის პროფესიული თავისუფლების მნიშვნელობაზე, ადვოკატისა და მისი კლიენტის ერთმანეთთან გაიგივების დაუშვებლობაზე გაამახვილეს.

კონფერენცია სასტუმრო ჰილტონში გაიმართა.