26 ივლისი

 

   აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლადო მგალობლიშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან - თორნიკე რიჟვაძესთან და განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან - ინგა შამილიშვილთან ერთად, ბათუმის სახელმწიფო არქეოლოგიურ მუზეუმში, სამინისტროს ახალი პროგრამის - შემეცნებითი ექსკურსიების მონაწილე მოსწავლეებს შეხვდნენ.

   პროგრამა, რომელშიც შუახევისა და ხულოს საჯარო სკოლების 512 მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას, ხელს შეუწყობს ისტორიისა და კულტურის მიმართულებით ახალგაზრდების ცოდნის გაღრმავებას.

  ხელისუფლების წარმომადგენლები ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის მუშაობის სპეციფიკას და მუზეუმში დაცულ ექსპონატებს გაეცნენ.