21 ივლისი

  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიის დასრულების შემდეგ, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ და რეგიონის მთავრობის ახალმა თავმჯდომარემ  თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობაში გადაინაცვლეს.

   სამუშაო კაბინეტში აღმასრულებელი ხელისუფლების ახლად დამტკიცებულ ხელმძღვანელს აჭარის მთავრობის აწ უკვე ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დახვდა, რომელიც თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, დროებით მოვალეობას ასრულებდა. ზურაბ პატარაძემ თორნიკე რიჟვაძეს საპასუხისმგებლო თანამდებობა მიულოცა, რეგიონისთვის მნიშვნელოვანი პროექტები გააცნო და შემდგომი წარმატებები უსურვა.