20 ივლისი

  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს N19 სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს.

  საკითხი -  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ, რომელიც მერაბ კარანაძემ წარმოადგინა, ბიუროს გადაწყვეტილებით, რიგგარეშე სესიაზე განიხილება.

  ბიურომ მხარი დაუჭირა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის ბიუჯეტის დეტალურ განწერაში შესატან ცვლილებას, რომელიც სხდომაზე საკანონმდებლო ორგანოს აპარატის უფროსმა მაია ხაჯიშვილმა წარმოადგინა.