19 ივლისი

  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე ნინო ჩხეტია უძღვებოდა, საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიაზე ფარული კენჭისყრით დამტკიცების პროცედურებზე იმსჯელეს, განისაზღვრა ფარული კენჭისყრის ჩატარების ადგილი და ბიულეტენების ფორმა.

  ამავე სხდომაზე კომიტეტის წევრებმა შეიმუშავეს დადგენილების პროექტი  - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“.