18 ივლისი

   აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს N18 სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი განიხილეს.

   საკითხი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ, რომელიც სხდომაზე მერაბ კარანაძემ წარმოადგინა, ბიუროს გადაწყვეტილებით, უმაღლესი საბჭოს კომიტეტებსა და ფრაქციებში ჩაეშვა განსახილველად.

  ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობაზე უმაღლესი საბჭოს კომიტეტები 19 ივლისის ერთობლივ სხდომაზე იმსჯელებენ.