02 ივლისი

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი განიხილეს.

 აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აუდიტის დეპარტამენტის უფროსად კახაბერ კირტავას დანიშვნაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს გენერალური აუდიტორისთვის თანხმობის მიცემის საკითხი  გიორგი რომანაძემ წარმოადგინა.

 კახაბერ კირტავას არყოფნა გააპროტესტა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გია აბულაძემ. ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ბოიკოტის ნიშნად, სხდომა დატოვა.

 კომიტეტმა მხარი  დაუჭირა საკითხის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განხილვას. საკითხზე წამყვანი კომისიის დასკვნა საკანონმდებლო ორგანოს ბიუროს წარედგინება.