29 ივნისი

    

      აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც  ამავე კომიტეტის თავმჯდომარე ლადო მგალობლიშვილი უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი განიხილეს.

      აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე კახაბერ კირტავას დანიშვნაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს გენერალური აუდიტორისთვის თანხმობის მიცემის საკითხი სხდომაზე  კომიტეტის თავმჯდომარემ ლადო მგალობლიშვილმა წარმოადგინა.

       კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკითხის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განხილვას.