- 39 წლის წინ ამ დღეს საბჭოურმა მმართველობამ გადაწყვიტა საბჭოთა კავშირში შემავალ რესპუბლიკებში ადგილობრივი ენისთვის სახელმწიფო სტატუსი გაეუქმებინა და მთავარ ენად რუსული გამოეცხადებინა.
- ცვლილება კონსტიტუციაში 1978 წლის 14 აპრილს უნდა შესულიყო და ამოქმედებულიყო შესაბამისი კანონი.
- თბილისსა და ბათუმში საბჭოთა ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას მასობრივი,საპროტესტო აქციები მოჰყვა,რომლის ორგანიზატორი სტუდენტობა და უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლები იყვნენ.
- თბილისის ცენტრალურ სკვერში "ქართული ენის" ძეგლი აღიმართა და "დედა ენის ბაღში" ყოველ 14 აპრილს საზოგადოება მშობლიური ენის დღეს აღნიშნავს.
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო გილოცავთ ქართული ენის დღეს!