22 ივნისი

 აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები - ცოტნე ანანიძე, ასმათ დიასამიძე და პეტრე ზამბახიძე, ბათუმის „დემოკრატიის სკოლაში“ გამართულ დისკუსიაში მონაწილეობდნენ.

 „საქართველო დღეს - საპროტესტო გამოსვლები და მათი მნიშვნელობა“ - ამ სახელწოდების დისკუსიაში, პოლიტიკოსებთან ერთად, ბათუმის „დემოკრატიის სკოლის“ (NIMD) კურსდამთავრებულები და მესამე სექტორის წარმომადგენლები ჩაერთვნენ.

  მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართული დისკუსიის მონაწილეებმა ბოლო დროს საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე - ნარკოპოლიტიკასთან, შრომით უფლებებსა და მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით გამართულ აქციებზე ისაუბრეს, იმსჯელეს აღნიშნულ პროცესებში ხელისუფლების, ოპოზიციის, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე.