19 ივნისი

  აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე უძღვებოდა, მოქალაქე ანზორ ჯაიანის საკანონმდებლო წინადადების (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი - „სამშენებლო ობიექტების მდებარეობისა და ურთიერთგანლაგების შესახებ“) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსთვის წარდგენის შესახებ იმსჯელეს.

  გიორგი რომანაძის განცხადებით, მოქალაქე ანზორ ჯაიანის საკანონმდებლო წინადადება, უმაღლესი საბჭოს პარალელურად, საქართველოს პარლამენტსაც წარედგინა, სადაც, ამჟამად განხილვის პროცედურები მიმდინარეობს.

  სწორედ აღნიშნულიდან და აჭარის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, კომიტეტმა მოამზადა შესაბამისი დასკვნა, რომლის თანახმადაც, მოქალაქე ანზორ ჯაიანს უარი ეთქვა წარმოდგენილი წინადადების განხილვაზე.