13 ივნისი

     14 ივნისს, 11:00 საათზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს პარლამენტის აპარატებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

     მემორანდუმის მიზანი საკანონმდებლო ორგანოების აპარატებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, გამოცდილების გაზიარებით, ერთმანეთთან კოორდინაციით, რესურსების გაცვლითა და ერთმანეთის ხელშეწყობით საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდა, უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და განვითარების ხელშეწყობაა.